|
2017-04-21 14:20:12, 1124 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ვიზიტით ქვემო სილეზიის სავოევოდის მარშლის ოფისისა და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები იმყოფებიან
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქვემო სილეზიის სავოევოდოს ვიცე-მარშალს, ეჟი მიხალაკს, ქვემო სილეზიის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, იადვიგა შელონგს და ვროცლავის წამყვანი კლინიკების სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს აჭარასა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაზე; განიხილეს უკვე განხორციელებული, ერთობლივი პროექტები და სამომავლო თამაშრომლობა. ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადრება დაეთმო ჯანდაცვის სფეროში პოლონურ მხარესთან უკვე არსებული თანამშრომლობის გაფართოებას. ზურაბ პატარაძემ მათთან საუბრისას ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას, ევროპული ქვეყნების სამედიცინო სფეროში არსებული ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას. ზურაბ პატარაძის თქმით, სამედიცინო სფეროში გაცვლითი პროგრამები გარდა გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისა, სამედიცინო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პოლონეთისა და აჭარის რეგიონის თანამშრომლობაზე ტურიზმისა და საგანმანათლებლო სფეროშიც. პოლონეთი აჭარის რეგიონისათვის ერთ-ერთი პირველი და მსხვილი ტურისტული ბაზარია ევროპაში, სადაც აჭარის ტურისტული პოპულარიზაციის მიზნით სარეკლამო კამპანიები სხვადასხვა ქალაქებში ყოველწლიურად ხორციელდება. 2016 წელს კი რეგიონის ცნობადობის გაზრდის მიზნით „აჭარის დღეებიც" გაიმართა. აღინიშნა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქვემო სილეზიის სავოევოდოსა შორის არსებული თანამშრომლობა. საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების კუთხით პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება. ,,ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენს რეგიონებს შორის თანამშრომლობის დიდი პერსპექტივებია. ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა პოლონეთში. ასევე, ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სავოევოდოში, ქვედა სილეზიაში. მომავალში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება. დაიგეგმა კონკრეტული გეგმები. განვიხილეთ პირდაპირი რეისების დანიშვნის თემა. ასევე, ბიზნეს ფორუმების ჩატარების პერსპექტივები.მაღალმთიანი აჭარის განვითარების კუთხით რიგი საინტერესო ღონისძიებები დავგეგმეთ. ვისაუბრეთ აგრარული მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე და ჯანდაცვის მიმართულებით არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე"- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. შეხვედრას აჭარის მთავრობის მხრიდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ. (NS)
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



