18:12 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 20:26:14, 838 ნახვა

რეგიონი
სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი მღებრიშვილთან ერთად სოფელ წაბლანას ეწვია და 1989 წლის 19 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის მაღალმთიანეთის განსაკუთრებულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კუთხე საოცარია უპირველეს ყოვლისა აქ მცხოვრები ადამიანების თვალსაზრისით.

"აქ ცხოვრობენ განსაკუთრებულად კეთილშობილი და განსაკუთრებულად პატრიოტი ადამიანები, ჩვენი ქვეყნის მოყვარული ადამიანები. საქართველოში არაერთი მთიანი კუთხე დაიცალა სამწუხაროდ. საოცარია, როდესაც ვხედავთ, რომ ამ ურთულეს პირობებში ადამიანები არ ტოვებენ საკუთარ სახლ-კარს და ამაგრებენ ამ კუთხეს, ინარჩუნებენ იმ კულტურულ სიმდიდრეს, რომლითაც ასე მდიდარია მთიანი აჭარა. ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის გმირობის და პატრიოტიზმის წინაშე. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ წაბლანელების ხსოვნას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, სამწუხაროდ წლების მანძილზე გადაუწყვეტელი პრობლემა დღეს გადაწყვიტოს და სტიქიის შედეგად დაზარალებულებს საკუთარი ჭერი ჰქონდეთ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უკვე გამოყოფილია შესაბამისი დაფინანსება, აჭარის მთავრობის და საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად, პროცესში ჩართულია ინვესტორი კომპანია "აჭარისწყალი" და შენდება საცხოვრებელი, რომელშიც ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილები თავშესაფარს, მუდმივ ჭერს მიიღებენ. მოსახლეობასთან მიმართვისას პრემიერ-მინისტრმა მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. სულ მალე დაიწყება ხულო-ზარზმის, ზულო-ბეშუმის გზა, ასევე მთიანი აჭარის გაზიფიკაცია ხელვაჩაურიდან ხიჭაურამდე.

მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ: ,,28 წელი გავიდა წაბლანის ტრაგედიიდან. მას შემდეგ არაერთი თაობა გაიზარდა. მნიშვნელოვანია დაღუპული ადამიანების ხსოვნა, მათი არდავიწყება, მათდამი სათანადო პატივის მიგება. დღეს ჩვენ ერთად ვიხსენებთ ამ ხალხს და ვართ ერთიანნი ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაში".

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 1989 წლის 19 აპრილს მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics