|
2017-04-13 19:43:02, 1851 ნახვა
კომენტარი
ზიგმარ გაბრიელი: უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს შთამბეჭდავი პოლიტიკური აღმავლობის ნიშანია
„გასული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩვენი თანამშრომლობა მჭიდრო და სანდოა", - აღნიშნულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ზიგმარ გაბრიელის წერილში, რომელიც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა. ზიგმარ გაბრიელმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყნას შორის არსებული ურთიერთობები და განსაკუთრებით აღნიშნა წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. „ ჩვენ ერთობლივად წარმატებით მივაღწიეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას, რაც არამარტო საქართველოში რეფორმების შთამბეჭდავად განხორციელებისა და ქვეყნის პოლიტიკური აღმავლობის ნიშანია, არამედ ასევე მოწმობს იმ ფაქტს, რომ გერმანიის მთავრობა საგარეო და მიგრაციის პოლიტიკის თვალსაზრისით მისთვის რთულ პერიოდში საქართველოსთან მიმართებაში თავისი დაპირებების ერთგული რჩება", - ნათქვამია წერილში. წერილში აღნიშნულია ასევე ეკონომიკის, განვითარების, განათლების, კულტურის და სამეცნიერო მიმართულებებით მაღალი დონის თანამშრომლობა, რომლის მიზანსაც გერმანიაში საქართველოს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის კუთხით ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. ზიგმარ გაბრიელის განცხადებით ორ ქვეყანას შორის სამაგალითო თანამშრომლობის დასტურია გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელი, რომელიც 26 აპრილს გერმანიაში საზეიმოდ გაიხსნება და მომდევნო 18 თვის მანძილზე ორივე ქვეყნაში გერმანული და ქართული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი მიხეილ ჯანელიძეს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე პაიჩმა ოფიციალურად გადასცა. (NS)
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)