09:11 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 17:13:57, 976 ნახვა

რეგიონი
უკრაინა ოკუპირებულ ცხინვალში დე-ფაქტო არჩევნებსა და ე.წ რეფერენდუმს გმობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ კლიმკინის შეფასებით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები და ე.წ რეფერენდუმი არალეგიტიმურია.

როგორც უკრაინის მინისტრმა აღნიშნა, ის საქართველოს რეგიონში რუსი ოკუპანტების ქმედებებს გმობს.

"მკაფიოდ ვგმობ რუსი ოკუპანტების არალეგიტიმურ ქმედებებს საქართველოს რეგიონში, კერძოდ კი ოკუპირებულ ცხინვალში. განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ეს ყველაფერი 9 აპრილის ტრაგედიას დაემთხვა", - დასძინა პაველ კლიმკინმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით ე.წ არჩევნებში დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი ლიდერობს. გარდა დე-ფაქტო არჩევნებისა, ოკუპირებულ რეგიონში ე.წ რეფერენდუმიც გაიმართა, რომელიც სახელის შევლას უკავშირდება. ამომრჩეველთა 70% სახელის ცვლილებას მხარი დაუჭირა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics