|
2017-04-07 13:28:30, 1693 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა: პრეზიდენტის მთავრობის მიმართ საკმარისად მკაცრი არ იყო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემას შეეხო, ის მთავრობის მიმართ საკმარისად მკაცრი არ იყო. "ვფიქრობ, პრეზიდენტი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, როგორიცაა მედიის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო და ეკონომიკური მდგომარეობა. თუმცა, ვისურვებდი მისი მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე გაკეთებულიყო კომენტარები, რადგან სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველა არსებული პრობლემა. ივანიშვილი, ქვეყნის არაფორმალური მმართველი, მთელ სახელმწფიო აპარატს საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებად იყენებს, და არა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტი მთავრობის მიმართ საკმარისად მკაცრი არ იყო“,-განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, საქართველოს საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით უკვე წარსდგა. ამჟამად პარლამენტში 2 საათიანი შესვენებაა გამოცხადებული, რის შემდეგადაც დებატების პროცესი დაიწყება, რომელშიც დეპუტატები და მთავრობის წევრები მიირებენ მონაწილეობას. პრეზიდენტის მოხსენებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცი-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ლტოლვილტა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)