13:42 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-09 13:28:57, 248 ნახვა

პოლიტიკა
მაჭავარიანი - სასამართლოზე კითხვა-პასუხის რეჟიმში დავინახავთ ზოგადად რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ეს აგენტურული ოპოზიცია

სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ დანაშაულებს, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდეგ, იმ საბოტაჟირების მუდმივ პროცესს, რომელსაც ეწევიან უკვე ოპოზიციაში ყოფნისას, – ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკურად შეფასებული არიან, ქართველმა ხალხმა ისინი შეაფასა, ათი არჩევნები წააგეს ძალიან დიდი ანგარიშით, თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ, ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს. ამიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება. ეს ჩვენი სურვილია, თუმცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ.

ვფიქრობთ, ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით. მიმდინარე კვირას ექნება შესაძლებლობა საზოგადოებას, მოისმინოს კითხვა-პასუხის რეჟიმში, რა არგუმენტების წარმოდგენა შეუძლია აგენტურულ ოპოზიციას. ვფიქრობ, მათ ფიზიკურად არგუმენტები არ აქვთ, რაც შეუძლიათ, დაუპირისპირონ ჩვენს სარჩელს. დავინახავთ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ზოგადად რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ეს აგენტურული ოპოზიცია. მათი ასეთი განცხადებები, 14 წელია, გვესმის, გვესმის ერთი და იგივე – დიქტატურა, რუსეთი, მსგავსი აბსურდები, და უკვე მობეზრდა ჩვენს საზოგადოებას ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მოსაბეზრებელია ასეთი აგენტურული ოპოზიცია პოლიტიკაში. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შევიტანეთ საკონსტიტუციო სარჩელი არის ის, რომ არის დრო, გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან და შემოვიდნენ პოლიტიკაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდები“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
მაჭავარიანი - სასამართლოზე კითხვა-პასუხის რეჟიმში დავინახავთ ზოგადად რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ეს აგენტურული ოპოზიცია
ნათია თურნავა – ინფლაციის დონეში ძირითადი წვლილი, სულ მცირე, 2.2% გარე ფაქტორებმა შეიტანა
ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics