|
2017-04-06 17:01:42, 1848 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: კონსტიტუცია ეროვნული თანხმობის დოკუმენტია და მის განხილვაში საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ქუთაისში „კონსტიტუცია ყველასია,, კამპანიის ფარგლებში პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და საკონსტიტუციო რეფორმის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გამართა. პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუცია ეროვნული თანხმობის დოკუმენტია, და მისი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა საზოგადოების ფართო ფენები ჩაერთოს ამ პროცესსა და განხილვაში. მარგველაშვილის განცხადებით, 2016 წლის არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში დადგა საკონსტიტუციო უმრავლესობის ფენომენი, დღეს კი დაიწყო კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვა. „ამ ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესში, მიმაჩნია, რომ უნდა იყოს მაქსიმალური კონსენსუსი, ეს არის საფრთხეც და შესაძლებლობაც. კონსტიტუციის ცვლილება საფრთხე და პრობლემური იყო იმ ჯგუფისთვის, რომელიც ამას კონსტულტაციების გარეშე ახორციელებდა. მაგრამ, ამავდროულად ეს არის შესაძლებლობა ბევრად უფრო მეტად გავაერთიანოთ საზოგადოება და ერთიან პოლიტიკურ დღის წესრიგზე შევთანხმდეთ'', - განაცხადა პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრაზე საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენლების ჩართვის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კომისიის თანათავმჯდომარეობა მისი პრინციპული პოზიცია იყო სწორედ იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ეს ორგანო ჩაკეტილი სტრუქტურა, რომელიც აგზავნის ექსპერტირებისათვის დოკუმენტებს ისე, რომ კომისიის წევრებმა არ იციან რას აგზავნიან. პრეზიდენტის განცხადებით, მის წინაშე არსებული პოლიტიკური მიზანი და არსებული კონსტიტუციური ვალდებულება მიღწეულია და ეს კიდევ უფრო გაღრმავდება. „საქართველოს ყველა მოქალაქეს ახსოვს ფრაზა - „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი", რომლითაც იწყება კონსტიტუცია იმიტომ, რომ კონსტიტუციის შექმნის სულისკვეთება მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ კონსტიტუცია ყველასია!''- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. შეხვედრაზე მწვავე დისკუსია გამოიწვია საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლის საკითხმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრებზე გამოჩნდა, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის ცვლილების საკითხი ძალიან აწუხებს ქუთაისის მოსახლეობას, ამიტომ პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებთან გამართონ დისკუსია და მხოლოდ ამის შემდეგ იყოს გადაწყვეტილება მიღებული. გარდა ამისა, პრეზიდენტი დაჰპირდა მოსახლეობას, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხზე მათ პოზიციას ყველაგან დააფიქსირებს. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა და მის მოდერაციას „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ახორციელებდა.
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
მაჭავარიანი - სასამართლოზე კითხვა-პასუხის რეჟიმში დავინახავთ ზოგადად რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ეს აგენტურული ოპოზიცია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)