13:52 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 20:07:25, 2068 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ხვალ ქუთაისს ეწვევა

გიორგი მარგველაშვილი ქუთაისის ა.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,კონსტიტუცია ყველასია" კამპანიის ფარგლებში სტუდენტებს შეხვდება და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სტუდენტების მოსაზრებებს მოისმენს.
 
ამავე კამპანიის ფარგლებში, პრეზიდენტი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დისკუსისას გამართავს.
 
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში, სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, ვ. ანჯაფრიძის სახელობის სკვერში სპორტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
 
გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში „მოითხოვე ქართული" კამპანიის ფარგლებში, რომელიც ეროვნული პროდუქციის პოპულატიზაციას ისახავს მიზნად ქუთაისში ხორცპროდუქტების საწარმოს ,,გურმანი'' და ფეხსაცმელების ფაბრიკას ,,ლევანტო'' ეწვევა.
 
დღის ბოლის კი, დაგეგმილია საქართველოს  პრეზიდენტის შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
მაჭავარიანი - სასამართლოზე კითხვა-პასუხის რეჟიმში დავინახავთ ზოგადად რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ეს აგენტურული ოპოზიცია
ნათია თურნავა – ინფლაციის დონეში ძირითადი წვლილი, სულ მცირე, 2.2% გარე ფაქტორებმა შეიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics