13:42 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 22:13:10, 1970 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: თუ ვენეციის კომისია რაიმე ტიპის ხარვეზს აღმოაჩენს, იმ ხარვეზებსაც აუცილებლად აღმოვფხვრით

თუკი ვენეციის კომისია რაიმე ტიპის ხარვეზს აღმოაჩენს, იმ ხარვეზებსაც აუცილებად აღმოვფხვრით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს დავუდასტურე, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არც ერთი ისეთი ნორმა არ შევა, რომელიც იურიდიული თვალსაზრისით ნეგატიურად შეფასდება.

"შემიძლია ვთქვა, რომ დოკუმენტი, რომელიც არის შემუშავებული, სრულად შეესაბამება სამართლებრივ პრინციპებს. თუკი ვენეციის კომისია რაიმე ტიპის ხარვეზს აღმოაჩენს, იმ ხარვეზებსაც აუცილებლად აღმოვფხვრით, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მიერ არის შემუშავებული, უკვე შეესაბამება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ სამართლებრივ პრინციპებს. ჩვენ ვენეციის კომისიის ექსპერტები მოვიწვიეთ იმისთვის, რომ დაესვათ კითხვები თითოეულ მუხლთან დაკავშირებით. გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია თითოეულ მუხლთან, თითოეულ თავთან დაკავშირებით და დაველოდებით ვენეციის კომისიის საბოლოო რეკომენდაციებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
მაჭავარიანი - სასამართლოზე კითხვა-პასუხის რეჟიმში დავინახავთ ზოგადად რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ეს აგენტურული ოპოზიცია
ნათია თურნავა – ინფლაციის დონეში ძირითადი წვლილი, სულ მცირე, 2.2% გარე ფაქტორებმა შეიტანა
ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics