13:32 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 11:47:54, 1797 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია ორდღიანი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ორდღიანი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი უკრაინის თავდაცვის უწყებაში მიღების საზეიმო ცერემონიალით დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას საპატიო ყარაული მიიღებს. თავდაცვის მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გაგრძელდება.

ადგილობრივ მედიასთან დაგეგმილ ბრიფინგამდე, ლევან იზორია და სტეფან პოლტორაკი ხელს ორმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავებაზე ერთობლივი განცხადების დოკუმენტს მოაწერენ. 

ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა.

დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შეხვედრა უკრაინის ვიცე-პრემიერთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის დარგში ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან. 

ვიზიტის მეორე დღეს  კი, ქართული დელეგაცია თავდაცვის უწყებაში უკრაინის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის მსმენელთა გამოშვების ცერემონიალს დაესწრება. მოგვიანებით ქართული დელეგაცია უკრაინის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტსაც ესტუმრება და სასწავლო დაწესებულების ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობა. 

ვიზიტის დასასრულს თავდაცვის მინისტრი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და  დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებს.   

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაჭავარიანი - სასამართლოზე კითხვა-პასუხის რეჟიმში დავინახავთ ზოგადად რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ეს აგენტურული ოპოზიცია
ნათია თურნავა – ინფლაციის დონეში ძირითადი წვლილი, სულ მცირე, 2.2% გარე ფაქტორებმა შეიტანა
ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა
საია - ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics