|
2017-03-29 18:17:38, 1794 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. SDC-ის მხრიდან შეხვედრას პროგრამის ხელმძღვანელები, დავით ჭიჭინაძე და თამარ წივწივაძე, ხოლო მთავრობის მხრიდან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ჯინჭარაძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯამბულ ნაკაშიძე ესწრებოდნენ. SDC-ს წარმომადგენელმა, თამარ წივწივაძემ, მთავრობის თავმჯდომარეს სააგენტოს მუშაობის პროფილი და მუშაობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. ასევე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს 4 წლიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების შესახებ ესაუბრა. აღნიშნეს, რომ მაღალმთიან აჭარაში რისკების არიდების მიზნით საფრთხეების რუკების მეთოდოლოგიის შემუშავება და რუკების შედგენა მოხდება, რაც ხელს შეუწყობს პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას. საპილოტე პროგრამის ფარგლებში რუკების შედგენა პირველ რიგში ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება. თავის მხრივ ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეროზიული ზონების შესწავლა და რუკების შედგენა, რაც ხელს შეუწყობს როგორც მოსახლეობის უსაფრთხოების გაზრდას, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტების სწორად დაგეგმვას. ზურაბ პატარაძის თქმით, მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში იგეგმება ლოჯისტიკური და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგული ნაბიჯია ადგილობრივი ფერმერების ხელშეწყობის კუთხით. მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის განვითარებას, მეტი ადგილობრივი კადრის დასაქმებას. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და დაახლოების სურვილი გამოთქვეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) რეგიონში გაწეული საქმიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მათი ჩართულობა და მხარდაჭერა რეგიონის განვითარების საქმეში მომავალშიც გაგრძელდება. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) საქართველოში 2008 წლიდან მოღვაწეობს და მისი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებია: ეკონომიკის, დასაქმებისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, აღდგენა-რეკონსტრუქციის ხელშეწყობა, უბედურებათა რისკების შემცირება, ტრეფიკინგის მსხვერპლთა სოციალური დახმარება და სხვა.
მაჭავარიანი - სასამართლოზე კითხვა-პასუხის რეჟიმში დავინახავთ ზოგადად რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ეს აგენტურული ოპოზიცია
ნათია თურნავა – ინფლაციის დონეში ძირითადი წვლილი, სულ მცირე, 2.2% გარე ფაქტორებმა შეიტანა
ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა
საია - ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)