|
2017-03-29 11:55:32, 2284 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
შსს იგორ კირიუშინის დაკავებას ადასტურებს
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველო „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლისას, მიმდინარე წლის იანვრიდან კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს. „ი.კ.-ს ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 191-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ქონების უკანონო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. შეგახსენებთ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკმ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ კირიუშინი დააკავეს. როგორც ლუცენკო წერს, იგორ კირიუშინის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს და პროკურატურა მას 2 მილიარდი გრივნის ოდენობის ქონების მითვისებას ედავება. "კირიუშინი საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს. დღეს, საქართველოს თემიდამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კირიუშინი 90 დღით დააკავოს, რათა გადაწყდეს მისი ექსტრადირების საკითხი", - წერს გენერალური პროკურორი. მან ქართველ კოლეგებს მადლობა გადაუხადა და ქართულ ენაზე მიმართა: „გმადლობთ მეგობრებო“.
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)