13:32 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 10:34:31, 1830 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდში მონაწილეობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს დელეგაცია მწვავედ დააყენებს  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელ  პროვოკაციულ ქმედებებს.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ცხინვალის რეგიონისთვის სახელის შეცვლის მიზნით დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმზე, ასევე ადგილობრივი სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციისა და ორივე რეგიონში მილიტარიზაციის პროცესების გაგრძელებაზე. მნიშვნელოვანი ყურადღების საგანი იქნება აგრეთვე აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ქართული მხარე ტრადიციულად დასვამს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო დაბრუნების საკითხს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება ერთადერთ ფორმატად საქართველოსა და რუსეთს შორის, რომლის მიზანიცაა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციოს ხაზის მიმდებარედ არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტა. სამშვიდობო პროცესის წარმატებისთვის კი აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის უარი ძალის გამოყენებაზე და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა.

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებლობით მოეკიდება  ნაკისრ ვალდებულებებსა და მოლაპარაკებების პროცესს და არსებით მონაწილეობას მიიღებს ორივე სამუშაო ჯგუფის განხილვებში.

თავის მხრივ, საქართველოს დელეგაცია კვლავ ადასტურებს კონსტრუქციული მუშაობისათვის მზადყოფნას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაჭავარიანი - სასამართლოზე კითხვა-პასუხის რეჟიმში დავინახავთ ზოგადად რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ეს აგენტურული ოპოზიცია
ნათია თურნავა – ინფლაციის დონეში ძირითადი წვლილი, სულ მცირე, 2.2% გარე ფაქტორებმა შეიტანა
ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა
საია - ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics