|
2017-03-28 13:57:36, 2152 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვანი ბიძგია საქართველოში წარმატებული რეფორმების გასატარებლად
„დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის სივრცის ქვეყნებში, რაც ჩვენი ერთიანი ძალისხმევის შედეგია“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბერძენ კოლეგასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა სიმბოლური უწოდა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დღეს საბერძნეთში ვიზიტს, რომელთანაც საქართველოს საუკუნოვანი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს. მისი თქმით, ასევე სიმბოლურია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას იმ დროს მოეწერა ხელი, როდესაც ევროკავშირის საბჭოს საბერძნეთი თავმჯდომარეობდა. "დღევანდელ ვიზიტს კიდევ ერთი სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. ჩემთან ერთად ათენში იმყოფებიან ჩემი ქვეყნის სტუდენტები - საქართველოს მომავალი თაობა. ის სიკეთე, რაც შენგენის სივრცის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას მოაქვს, სწორედ, რომ მათ და საქართველოს ყველა მოქალაქის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობას და განვითარებას შეუწყობს ხელს. ღრმად მწამს, რომ ამ თაობას დიდი მომავალი აქვს და ისინი ღირსეულად შეძლებენ გააგრძელონ ქვეყნის შემდგომი აღმშენებლობის პროცესი, რომელიც, მჯერა, რომ აუცილებლად მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც ჩვენი ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი დაბრუნება ჰქვია,"-აღნიშნა პრემიერმა. მისივე განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მნიშვნელოვანი ბიძგია საქართველოში წარმატებული რეფორმებისა და ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების გასატარებლად. მანვე ხაზი გაუსვა იმ ვალდებულებებს, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას უკავშირდება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის პირობების ზედმიწევნით დაცვა. "ამ მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საინფორმაციო კამპანია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ჩვენი მიზანი უცვლელია - აქტიურად ვაგრძელებთ რეფორმებს იმისათვის, რომ ქვეყანაში დავნერგოთ ევროკავშირის საუკეთესო სტანდარტები და ნორმები ასოცირების შეთანხმების სრულად განხორციელების გზით, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უპირველესი პრიორიტეტია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა საბერძნეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისი განმარტებით, წელს ასევე აღინიშნება საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ბერძენ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნება აუცილებელობას და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. "ყურადღება გავამახვილეთ სექტორული თანამშრომლობის გააქტიურებაზე და განსაკუთრებით, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. ამ მხრივ, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალი საკმაოდ დიდია და ვაპირებთ, რომ მაქსიმალური ძალისხმევით ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის ძალიან ნაყოფიერია ურთიერთობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში... ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი კულტურული საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა იყოს კიდევ უფრო ფართო და ჩვენი პარტიორობა იყოს გაცილებით ღრმა. პირველი ნაბიჯის იქნება მაისის ბოლოს ორმხრივი თანამშრომლობის კომისიის შეხვედრა აქ საბერძნეთში, სადაც საფუძველს ჩავუყრით სრულიად ახალ, თვისობრივად, ხარისხობრივად, მასშტაბებით განსხვავებულ თანამშრომლობას საქართველოსა და საბერძნეთს შორის,"-აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
მაჭავარიანი - სასამართლოზე კითხვა-პასუხის რეჟიმში დავინახავთ ზოგადად რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ეს აგენტურული ოპოზიცია
ნათია თურნავა – ინფლაციის დონეში ძირითადი წვლილი, სულ მცირე, 2.2% გარე ფაქტორებმა შეიტანა
ქუთაისში მანქანა ქვეითს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა
საია - ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)