|
2017-03-28 10:31:32, 1932 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ეს არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, უკეთ გაიცნონ ევროკავშირი
„ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, უკეთ გაიცნონ ევროკავშირი და უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები, რაზეც ევროკავშირი დგას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ათენში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, უვიზო რეჟიმის ამოქმედება თანმიმდევრული და ძალიან ინტენსიური შრომის შედეგია. "დღეს არის ისტორიული დღე. დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე საბოლოოდ იხსნება უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა შენგენის ქვეყნებში, ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები, რაზეც დგას ევროკავშირი. ეს არის ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში. დღეს ჩვენ მივდივართ, სტუდენტებთან ერთად, ევროპის ძველ კულტურულ დედაქალაქში - ათენში, სადაც გვექნება შეხვედრები უნივერსიტეტში, ასევე გვექნება პოლიტიკური შეხვედრები, შემდეგ, შუადღის მერე მივდივართ უკვე ბრიუსელში, პოლიტიკურ დედაქალაქში, სადაც ვიზეიმებთ ამ ძალიან დიდ მიღწევას, რომელიც თანმიმდევრული, ძალიან ინტენსიური შრომის შედეგია. არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ჩართულობის შედეგად გახდა ეს შესაძლებელი და მე მინდა, ყველას მივულოცო ეს ძალიან დიდი დღესასწაული, მართლაც ისტორიული დღესასწაული. ეს გახლავთ ჩეულებრივი პასპორტი, რომლითაც მე მივემგზავრები დღეს ევროპაში“, - აღნიშნა პრემიერმა. შეგახსენებთ, დღეიდან, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის/ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ.
საია - ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს
ტრამპი - როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა ცოტა განსხვავებულ ფორმას მიიღებს
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)