10:16 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-09 09:58:28, 264 ნახვა

მსოფლიო
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მომავალ მოლაპარაკებებში შესაძლოა პროგრესი იყოს მიღწეული.

„შესაძლოა, ხვალ აბუ-დაბიში, როდესაც ჯარედ კუშნერი და სტივი (ვიტკოფი - IF) იქ იქნებიან, გარკვეული პროგრესი იყოს მიღწეული“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.

მან აღნიშნა, რომ უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების გარანტიების განხილვის დასაწყებად აუცილებელია „კონფლიქტის დაძლევა“.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში, სანამ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებზე ვსაუბრობდით, უსაფრთხოების გარანტიების საჭიროების საკითხი მუდმივად ჩნდებოდა. როგორი იქნებოდა ომისშემდგომი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა უკრაინისთვის და, უფრო ფართოდ, ევროპის კონტინენტისთვის“, - თქვა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კომენტარი გააკეთა ტრამპის განცხადებებზე და მიანიშნა, რომ „პრეზიდენტი მიანიშნებს, რომ გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული იმაში, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს არქიტექტურა კონფლიქტის შემდგომ პერიოდში“.

ადრე დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ რუსეთთან და უკრაინასთან. ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ“.

10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში პუტინთან და სი ძინპინთან დენუკლეარიზაციის საკითხზე საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics