|
2017-03-28 11:41:00, 2313 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭო: საქართველოს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ ვიზა ევროკავშირში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის
საქართველოს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზა, იმისათვის, რომ მოკლევადიანი ვიზიტით ევროკავშირის ქვეყნებში იმოგზაურონ, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. საბჭოს გამოხმაურებას თან ახლავს ვიდეორგოლი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირის არაწევრმა ქვეყანამ იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია მიიღოს. "დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს მოკლევადიანი ვიზიტისათვის ვიზა აღარ დასჭირდებათ. მადლობა ახალ რეგულაციას, რომელიც დღეს შევიდა ძალაში", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს კომენტარში. შეგახსენებთ, რომ დღეიდან, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში-შენგენის ზონაში, უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ხელი ევროკავშირმა 2 მარტს მოაწერა, ხოლო 8 მარტს შესაბამისი საბუთი ევროპარლამენტის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. იქამდე, ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას 2 თებერვალს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. ევროპული პარლამენტის 553 დეპუტატმა უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა, 66 კი წინააღმდეგი იყო. საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროსაბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა.
საია - ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს
ტრამპი - როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა ცოტა განსხვავებულ ფორმას მიიღებს
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)