|
2017-03-25 18:10:54, 2101 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ჯონ მაკკეინსა და რონ ჯონსონს შეხვდა
ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა სენატორ ჯონ მაკკეინთან და სენატორ რონ ჯონსონთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორებს საერთაშორისო არენაზე საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ მადლიერება გამოხატა მიმდინარე წლის დასაწყისში სენატორ მაკკეინის და სენატორთა დელეგაციის საქართველოში ვიზიტის გამო. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებებზე აშშ-ს ადმინისტრაციასთან და პოლიტიკურ წრეებთან ბოლო პერიოდში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. სენატორი მაკკეინი მიესალმა საქართველოს პროგრესს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გამართვის მნიშვნელობა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს განვითარების და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. ამერიკელი სენატორები მიესალმნენ საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებას, რომელშიც ასევე კონგრესმენთა დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. სენატორი მაკკეინი ასევე მიესალმა საქართველოს წარმატებას ევროპულ გზაზე, მათ შორის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რამაც ევროკავშირი ქვეყნის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახადა. სენატორები დაინტერესდნენ მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს განვითარებით და მიმდინარე რეფორმებით. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. კიდევ ერთხელ შეშფოთება გამოითქვა რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის გამო, რომელიც საქართველოს რეგიონების ანექსიას ისახავს მიზნად. სენატორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს მხარდაჭერა. მათ გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც ხელი შეუწყონ ამერიკა-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავებას.
ტრამპი - როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა ცოტა განსხვავებულ ფორმას მიიღებს
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)