|
2017-03-24 19:01:51, 2478 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სასტუმრო "ჰილტონში" გამართულ შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართეს. ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროექტებისა და მომავალი გეგმების შესახებ პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა გამართა. ,,ტურისტული სეზონის დაწყების წინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მსგავსი ღონისძიება. მოვისმინეთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისგან შემოთავაზებები, თუ რა უნდა გაკეთდეს სერვისების გაუმჯობესების და დახვეწის კუთხით. ძალიან მალე იწყება ზაფხულის სეზონი. როგორც იცით, ჩვენს რეგიონში ტურიზმის სხვადასხვა სახეობა ვითარდება. ჩვენ მზად ვართ 4-ივე სეზონზე მივიღოთ ტურისტები და მაქსიმალურად მაღალ დონეზე მოვემსახუროთ მათ. სახელმწიფო სხვადასხვა სატრენინგო-საკონსულტაციო შეხვედრების ფარგლებში ახდენს განთავსებისა და კვების ობიექტებში დასაქმებული კადრების გადამზადებას"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ შეხვედრაზე გამოსვლილას. მინისტრმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს ის ინიციატივები გააცნო, რომლებიც ეტაპობრივად განხორციელდება და ბიზნესის ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა მთავრობის ხელმძღვანელ პირებს მათ წინაშე მდგარი პრობლემები გააცნეს და გადაწყვეტის გზებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. გიორგი გახარიას განცხადებით, სწორედ ბიზნესია ის ძირითადი ინსტრუმენტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. "ჩვენ ვიცით, რომ 2016 წელს 6 მილიონზე მეტ ტურისტს ვუმასპინძლეთ და, შესაბამისად, 2017 წლისთვის ამბიციური გეგმები გვაქვს. ვცდილობ დავიწყოთ მოსამზადებელი ეტაპი და ამიტომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გვაქვს, რათა ის ხარვეზები აღმოვფხვრათ. დრო ჯერ კიდევ გვაქვს, ვნახოთ მათი გეგმები და გავეცნოთ მათ წინადადებებს", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)