|
2017-03-23 13:23:54, 1783 ნახვა
კომენტარი
ალავიძე: 1 წუთის დაგვიანება არ გვაქვს სახელმწიფოს კომპანიებისთვის თანხების ჩარიცხვის კუთხით
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, სამშენებლო კომპანიები იდეალურად ვერ მუშაობენ, თუმცა მატთან დადებული ხელშეკრულება აძლევთ უფლებას, შესაბამისი ზომები მიიღონ. საუბარია, დასაქმებული მუშახელისთვის კომპანიის მიერ ხელფასის დაგვიანებაზე. ალავიძის განმარტებით, სახელმწიფო კომპანიებს თანხების ჩარიცხვას არ უგვიანებს და მათაც მუშებს ხელფასი დროულად უნდა გადაუხადონ: „იყო შემთხვევები, როდესაც 3 თვეზე მეტიც იყო ასეთი პრობლემატური საკითხები. მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, მაგრამ კიდევ არსებობს ასეთი პრობლემები. სამწუხაროდ, ბევრი სამშენებლო კომპანია პრობლემატური გვყავს დღეს საქართველოში, ფინანსურად უჭირთ და აქედან გამომდინარე, ტენდერიდან ტენდერამდე მუშაობენ. ჩვენ სამშენებლო კომპანიებთან ბევრს ვმუშაობთ, ასევე საბანკო სექტორთანაც ამ მიმართულებით, რაც შეეხება სახელფასო დავალიანებებს, ამ საკითხს ისე არ ვუყურებთ, რომ ეს არის მხოლოდ კონტრაქტორსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა, ეს ფონდები და სახსრები სახელმწიფოს მიერ არის გამოყოფილი და შესაბამისად, კომპანიებს, რომლებსაც აყვანილი ჰყავთ ეს მუშახელი, მათ აუცილებლად, დროულად უნდა გადაუხადონ ხელფასები. 1 წუთის დაგვიანება არ გვაქვს სახელმწიფოს თანხების ჩარიცხვის კუთხით, აქედან გამომდინარე ძალიან მკაცრად მოვითხოვთ.... მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ამით თვითკმაყოფილი არ ვართ, მკაცრი რეაგირება გვექნება, როგორც პრემიერმა აღნიშნა, თითოეულ ფაქტზე. სანქციები მრავალმხრივი შეიძლება გამოვიყენოთ, ჩვენ ხელების ამოგრეხვის პრინციპით არ ვმუშაობთ, ვმუშაობთ პარტნიორული პრინციპით, პარტნიორობა არ შეიძლება იყოს ცალმხრივი, პარტნიორობა უნდა იყოს ორმხრივი. აქედან გამომდინარე, სფერო დიდია და სამშენებლო კომპანიები იდეალურად ვერ მუშაობენ, გვაქვს შესაძლებლობები, იმ ხელშეკრულებების მიხედვით, რაც დადებული გვაქვს , შესაბამისი ზომები მივიღოთ. გარდა ამისა, დასაქმებულების განცხადების საფუძველზე, შეგვიძლია საგადასახადო სამსახურის კუთხითაც გარკვეული ზემოქმედებები მოვახდინოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ალავიძემ.
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)