16:16 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 11:30:30, 2242 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკი“ საქართველოში საუკეთესო ბანკად დასახელდა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance თიბისი ბანკი 2017 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში.

თიბისი ბანკი უკვე ზედიზედ   მეექვსე წელია საქართველოში საუკეთესო ბანკის კატეგორიაში იმარჯვებს, რაც ხაზს უსვამს ბანკის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ საუკეთესო მომსახურებას.

Global Finance გამარჯვებულ ბანკებს არჩევს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: აქტივების ზრდა, სტრატეგიული ურთიერთობები, მომხმარებელთა მომსახურება და ინოვაციური პროდუქტები.   

„მოხარული ვართ, რომ  თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკის ტიტულს უკვე მეცხრედ იღებს.  ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისი ბანკის გამორჩეულ ფინანსურ შედეგებს და ბანკის ლიდერობას ინოვაციებისა და მომხმარებელთა მომსახურების კუთხით",  - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

Global Finance მსოფლიოს წამყვანი ფინანსური გამოცემაა, რომელსაც  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ.    

 თიბისი ბანკმა Global Finance-ის ჯილდო 2004, 2006, 2007, ასევე 2012-2017 წლებში მიიღო.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
დააკავეს ნაცისტურ-ფაშისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი - შსს
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics