|
2017-03-21 14:28:03, 1910 ნახვა
ეკონომიკა
15 ბენეფიციარმა კომპანიამ მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან 2 წლიანი თანამშრომლობის პერიოდი დაასრულა
სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართულმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს 15 ბენეფიციარმა კომპანიამ, პროგრამის ფარგლებში სააგენტოსთან 24 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის პერიოდი დაასრულა და საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვა დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული 15 კომპანიიდან 12 სრულიად ახალი საწარმოა, რომლებმაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით წამოიწყეს ახალი საქმიანობა, ხოლო 3 საწარმომ პროგრამის ფარგლებში არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღება შეძლო და მნიშვნელოვნად განავითარა საკუთარი ბიზნესი. „ამასთანავე, უნდა აღნიშნოს, რომ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით აღნიშნული 15 საწარმოდან 5 ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლებმაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით პირველად განახორციელეს ექსპორტი და 2 720 653 ლარის ღირებულების პროდუქტის საზღვრებს გარეთ გატანა მოახერხეს. ხსენებული 15 კომპანიის მიერ განხორციელებული საერთო ჯამური ინვესტიციის მოცულობა 60 800 000 ლარზე მეტია, სუბსიდიის სახით მათზე 6 899 329 ლარია გაცემული, ხოლო გადასახადების სახით კი სახელმწიფოს ბიუჯეტში 12 969 167 ლარია შემოსული, რაც საკმაოდ პოზიტიური მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, ასევე ისიც, რომ სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, საწარმოების მიერ 470 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი, სამომავლოდ კი დასაქმებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან კომპანიები აქტიურად გეგმავენ წარმოების გაფართოებას. დღეის მდგომარეობით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა, მათ შორის, კინოინდუსტრიისა და სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტების ფარგლებში, მხარდაჭერილია 184 პროექტი, რომელთა მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა 384 000 000 ლარზე მეტია. მნიშვნელოვანია რომ აღნიშნული პროექტების დახმარებით საქართველოში ჯამურად შექმნილია 7 966 ახალი სამუშაო ადგილი“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ ახალი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელება დაიწყო. აღნიშნული პროგრამის ძირითად დანიშნულებას მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერის, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების გზით საქართველოში სამეწარმეო კულტურის განვითარება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა წარმოადგენს. (NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)