|
2017-03-20 15:01:40, 2534 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ე.წ მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო - „დროა, საქართველოს უკეთესი კანონმდებლობა მივცეთ“
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო, - ამის შესახებ მან სასახლეში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ის კანონს პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს. პრეზიდენტის შეფასებით, კანონში 2 ძირითადი ხარვეზია: "კონსულტაციების შედეგად 2 ძირითადი ხარვეზი გამოიკვეთა. პირველი ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე. მეორე ეს არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომლებსაც ეს კანონპროექტი საკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს. საზოგადოებას მინდა გავახსენო, რომ ამ საკითხს ვეტოების გარკვეული ისტორია გააჩნია. 2014 წლის 29 ნოემბერს მე იგივე კანონს, დავადე ვეტო და მაშინ საპარლამენტო უმრავლესობამ, დიდი ზარზეიმით და როგორც წარმატება, ამცნო საზოგადოებას, რომ მათ დაძლიეს ვეტო. მალევე საკონსტიტუციო კომისიამ გააჩერა ამ კანონის მოქმედება და დღეს ჩვენ, სწორედ საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიცემული ვადის ფარგლებში ვმუშაობთ, როდესაც 2017 წლის 31 მარტამდე პარლამენტს ახალი კანონის შემუშავება დაევალა. საერთოდ საზოგადოებას, მინდა გავახსენო ვეტოების ისტორია. მე ვეტო ეროვნული ბანკის შესახებ კანონთან მიმართებაშიც გამოვიყენე. სულ რამდენიმე დღეში, მომივა მოსაწერად ახალი კანონი, რომელიც ამ მიმართულებით შეიქმნა. მაშინაც, კოალიციურმა უმრავლესობამ საზოგადოებას დიდ წარმატებად ამცნო, იმ ვეტოს დაძლევა. მაგრამ ახლა, წელიწადნახევრის მერე, ჩვენ ვხედავთ ახალ ნამუშევარს, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებს იმ პოზიციებს, რაც მე მქონდა ვეტოში დაფიქსირებული. საზოგადოებას შეუძლია ადევნოს თვალი ვეტოების ისტორიას და იმ შედეგებს, რასაც შემდგომ ქვეყანა იღებს, ამ ვეტოების დაძლევის პრაქტიკიდან გამომდინარე", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა მმართველ გუნდს მიმართა და დასძინა, რომ დროა ერთობლივად უკეთესი კანონმდებლობა შესთავაზონ ქვეყანას. "მინდა მივმართო საპარლამენტო უმრავლესობას, რადგან მე არაერთხელ გავიგე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ვეტოც დაიძლევა. პატივცემულო ბატონებო, მე ვიცი, რომ თქვენ გაგაჩნიათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამის თაობაზე ინფორმირებული არის მთლიანად ქართული საზოგადოება. ყველამ იცის, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ ამ ვეტოს წერის პროცესში, სანამ კანონპროექტი იქნებოდა მიღებული, ჩვენ ვაწარმოებდით კონსულტაციებს, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისივე პოლიტიკურ პარტიებთან და ამ სფეროში ჩართულ კომპანიებთან. ვეტოს წერის პროცესში მოგიწოდებდით, რომ ჩვენთან გქონოდათ კონსულტაციები. შესაბამისად, ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ "ქართულ ოცნებას" ამ ვეტოს დაძლევა შეუძლია, მაგრამ შესაძლებელია ახლა დადგა დრო, რომ დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რათა უკეთესი კანონები შევქმნათ. იმ ფონზე, როდესაც გვესმის ყველას, რომ ვეტო დაძლევადია. დრო დადგა ჩვენს შენიშვნებს ჩავუღრმავდეთ და ვეტოს დაძლევის დემონსტრირების მაგივრად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა", - მიმართა პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას".
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)