|
2017-03-16 12:49:45, 2210 ნახვა
ეკონომიკა
„პაშა ბანკი“ „ბია“-ს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის პარტნიორია
2017 წლის 20 მარტს სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ „ბია“-ს ორგანიზებით და პაშა ბანკის პარტნიორობით გაიმართება საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი სახელწოდებით - „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“. ფორუმს საქართველოს ეკონომიკის და რეგიონის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორები, ბიზნესმენები, მთავრობის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები დაესწრებიან. აქ ძირითადად განიხილება ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკის პერსპექტივები და გამოწვევები. ფორუმის ფარგლებში გაიმართება Shop Fest და B2B შეხვედრები. წინასწარ დაგეგმილ B2B შეხვედრებზე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები გაეცნობიან პოტენციურ უცხოელ ინვესტორებს, აქ მოხდება პროექტების წარდგენა ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით, ასევე ახალი საექსპორტო არხების მოძიება და ბიზნეს ურთიერთობების დამყარება. ფორუმს სიტყვით გახსნის საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი. საქართველოს კორპორატიული და საინვესტიციო ბაზრის სპეციფიკაზე ისაუბრებს პაშა ბანკის დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე შაჰინ მამმადოვი. სპიკერებს შორის ასევე იქნებიან:
უცხოეთიდან მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ საკრედიტო რეიტინგებზე, ქონების მართვის ძირითად საკითხებსა და ვენჩურულ კაპიტალზე. „პაშა ბანკი საინვესტიციო ჯგუფის პაშა ჰოლდინგის ნაწილია და 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოში. ჩვენ მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას ვთავაზობთ აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. აქედან გამომდინარე ჩვენი მხრიდან აღნიშნული ფორუმის მხარდაჭერა და მასში მონაწილეობა ორმაგად მნიშვნელოვანია: როგორც საკუთარი გამოცდილების გაზიარების კუთხით, ასევე ახალი პარტნიორების მოძიების მხრივ. მოხარული ვართ, რომ „ბია“ ახორციელებს ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას, რომელიც, გვჯერა, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“, - განაცხადა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, შაჰინ მამმადოვმა.
(R)
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)