|
2017-03-15 12:06:51, 2349 ნახვა
პოლიტიკა
„ქორთიარდ მარიოტში“ კვლევის „ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე“ პრეზენტაცია მიმდინარეობს
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კვლევის პრეზენტაცია ,,ოცი წელი საპარლამენტო კონტროლის გარეშე“ მიმდინარეობს, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ესწრებიან. კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის შეფასებით, უმთავრესი პრობლემები, რომლებიც არსებობს და ხელს უშლის პარლამენტს საკუთარი საკონტროლო უფლებამოსილების განხორციელებაში, ესაა უნდობლობის პროცედურა, რომელიც ძალიან გართულებულია, და ინდივიდუალური მინისტრის პასუხისმგებლობა კონკრეტულ შემთხვევებში, თუ ამას პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის. „ასევე პრობლემას წარმოადგენს სამთავრობო საათის გაუმართავი პროცედურა“,-აღნიშნა მენაბდემ. ამასთან, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელის გიორგი ბურჯანაძის თქმით, საპარლამენტო კონტროლი შსს-ს , სახელწმიფო უსაფრთხოების სააგენტოს, დაზვერვის სამსახურის და სხვადასხვა ძალოვანი უწყებების მიმართ საკმაოდ სუსტი იყო. „უმეტეს შემთხვევაში პოლიტიკური მხარდაჭერა თუკი ჰქონდა გამოხატული პოლიტიკურ გუნდს, არ ხდებოდა შემდგომ არანაირი კრიტიკა, ანგარიშვალდებულება“,-განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, უშიშროების სამსახურიდან არ იყო იმ დონის კონტროლი პარლამენტარებზე და პარლამენტზე, როგორც რამოდენიმე წლის წინ, მაგრამ მიიღეს გადაბრუნებული პირამიდა: „ეს სენი, რომელიც ქართულ სახელწმიფოებრიობას მოყვება, რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაშიც კი, ბოლო წლებში ჩვენი პარლამენტში ყოფნის დროს ვერ აღმოიფხვრა, ვერ შესუსტდა. არ იყო იმ დონის კონტროლი პარლამენტარებზე და პარლამენტზე უშიშროების სამსახურიდან, რასაც ვხედავდით რამოდენიმე წლის წინ, მაგრამ სამწუხაროდ მივიღეთ კვლავ გადაბრუნებული პირამიდა“.-ამბობს უსუფაშვილი. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია, გასული წლების განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს ძლიერი მხარე ნამდვილად არ ყოფილა: „საკანონმდებლო ფუნქციის განხორციელებით ბევრად უფრო მეტად იყო დაკავებული, ვიდრე იმით, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების რეალური კონტროლი განეხორციელებინა. დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ ამ კვლევიდან შესაძლებელია დეტალურად განვიხილოთ და მომავალში რეგლამენტში ავსახოთ“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა. კვლევის პრეზენტაციაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესაც ელოდებიან.
ტრამპი - როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა ცოტა განსხვავებულ ფორმას მიიღებს
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)