|
2017-03-15 12:04:33, 2138 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
უსუფაშვილი „რუსთავი 2“-ს: თქვენ სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, განსაკუთრებით ყურადღებით იყოს
თქვენ სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი, იყოს განსაკუთრებით ყურადღებით - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "რუსტავი 2'-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა და ტელეკომპანიის ჟურნალისტს მიმართა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ვითარება "ფეთქებად საშიში" გახდა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განმარტებით, ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებულ ქონებრივ დავებს, მის ქონებას თუ სხვის მიერ მისთვის წართმეულ ქონებას თვით აალების მიდრეკილება აქვს. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირებაზე იფიქრებს, ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემის დასაწყისი. "თემა ძალიან ფეთქებად საშიში გახდა. თუ ვინმე ხელისუფლებაში იფიქრებს სტრასბურგის გადაწყვეტილების შემოვლითი გზით იგნორირებას, ეს იქნება კიდევ უფრო დიდიო პრობლემების დასაწყისი და ზოგადად, მე თქვენი სახანძრო უსაფრთხოების სამსახურს ვურჩევდი იყოს განსაკუთრებით ყურადღებით, რადგან გვახსოვს ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებულ ქონებრივ დავებთან მის ქონებას თუ სხვის მიერ მისთვის წართმეულ ქონებას თვით აალების მიდრეკილება აქვს ხოლმე. ამიტომ, მე მინდა დაზღვეული ვიყოთ რაიმე სერიოზული გართულებებისგან. ეს იქნება მთავრობის უგუნურობა თუ რაღაც ამ ტიპის მოვლენები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)