|
2017-03-14 15:25:58, 1524 ნახვა
საზოგადოება
ინფორმაცია სამემკვიდრეო საქმისწარმოების შესახებ - eritage.notary.ge
სამემკვიდრეო საქმისწარმოების შესახებ ინფორმაციის მიღება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ შექმნილ ახალ ვებპროგრამაში, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში - https://heritage.notary.ge გახდა შესაძლებელი. ელექტრონულ რეესტრში ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ელექტრონული ფორმით მიიღოს ინფორმაცია სამემკვიდრეო საქმისწარმოების თაობაზე. ამისათვის საჭიროა მიუთითოს მამკვიდრებლის სახელი და გვარი, ან პირადი ნომერი, რის შემდეგაც გაარკვევს, მიმდინარეობს თუ არა სამემკვიდრეო საქმისწარმოება გარდაცვლილის დანატოვარ ქონებაზე. აქვე ხელმისაწვდომია ინფორმაცია, არსებობს თუ არა განაცხადი სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე, უკვე გაცემულია თუ არა სამკვიდრო მოწმობა ან დანიშნულია თუ არა სამკვიდროს მმართველი. ამასთან, ელექტრონულ პროგრამაში შეტანილი იქნება მონაცემები სანოტარო ბიუროს შესახებ, სადაც დაწყებულია სამკვიდროს საქმისწარმოება. დეტალური ინფორმაციის მიღება მამკვიდრებლის დანატოვარ ქონებაზე ან მისი მემკვიდრეების ვინაობის შესახებ შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირებისათვის, რომელთაც ამ პირადი ინფორმაციის მისაღებად შესაბამისი უფლებამოსილება აქვთ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)