|
2017-03-14 15:19:49, 2049 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სოზარ სუბარი: პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცა არ ხდება
„თუ პრეზიდენტს უნდა, პირადად ჩემთვის გაუგებარი ინიციატივებით, რაღაც ქულების ჩაწერა და პიარის გაკეთება, შეუძლია ეს გააკეთოს, ხელს არავინ უშლის“,-ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტთან თანამშრომლობა აბსოლუტურად კონსტრუქციულ რეჟიმში ხდება. „პრეზიდენტთან თანამშრომლობა ხდება აბსოლუტურად კონსტრუქციულ რეჟიმში, როდესაც პრეზიდენტი იწვევს უშიშროების საბჭოს სხდომას იქ მონაწილეობა ყველა შესაბამისი მინისტრი და პრემიერ-მინისტრის. პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება, რომ მიიღოს მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, მან არჩია სხვა გზა, მან აირჩია რაღაც შეხვედრები გარკვეულ პარტიებთან და საზოგადოებასთან. მას ამაში ხელს არავინ არ შეუშლია, მაგრამ მისი უფლება და ნებაა. შეუძლია რამდენიც უნდა იაროს, შეხვდეს და ილაპარაკოს, მოკრიფოს აზრები, მაგრამ როცა ლაპარაკია კონკრეტული მოდელის განხილვაზე, ამისთვის არსებობს საპარლამენტო კომისია და თუ მას აქვს ინტერესი, სწორედ საპარალამენტო კომისიის ფარგლებში უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. როდესაც ადამიანი გამოდის, პრეზიდენტს, ვგულისხმობ და ამბობს, რომ მე არ მესმის, რა უნდა შეიცვალოს კონსტიტუციაში და საერთოდ რაში გვჭირდება ეს კომისია და რატომ ვცვლით კონსტიტუციას და, პარალელურად იწვევს ადამიანებს თავისთან შეხვედრაზე და ამ შეხვედრას ამთხვევს პარლამენტის სასესიო დღეს, გაუგებარია მაშინ რა მიზნები აქვს მას. როდესაც პრეზიდენტს უნდა პირადად ჩემთვის გაუგებარი, ინიციატივებით რაღაც ქულების ჩაწერა და პიარის გაკეთება, შეუძლია ეს გააკეთოს არავინ არ უშლის ხელს. პრეზიდენტს არცერთი უფლება არ ეზღუდება და პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცა არ ხდება, მეორე თუ როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის არჩევის წესი ეს არის დამოკიდებული იმაზე განვითარების თუ როგორ მოდელს ვირჩევთ. სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა განცხადება, სადაც მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ისინი მხარს უჭერენ საპრეზიდენტო მოდელს“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.
ტრამპი - როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა ცოტა განსხვავებულ ფორმას მიიღებს
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)