|
2017-03-14 15:14:40, 2248 ნახვა
კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: ბულინგის პრობლემას ტექნიკური რეაგირებით ვერ გავაქრობთ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ბულინგი როგორც სკოლის, ისე ქუჩის პრობლემაა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბულინგის აღმოსაფხვრელად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა საჭირო. „სკოლაში ბულინგთან ბრძოლის ძირითადი ინსტრუმენტი არის ისევ განათლება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ბულინგი მხოლოდ სკოლის პრობლემა არ არის, ეს არის ქუჩის, ეზოს პრობლემა, ეს არის ნებისმიერი სოციუმის პრობლემა. ბულინგი მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს არ ეხება, ასევე საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფში არსებობს ბულინგი, ანუ ჩაგვრის პრობლემა. შესაბამისად, მთავარი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, როგორც საზოგადოებამ, ეს არის ცნობიერების ამაღლება. რაც შეეხება ტექნიკურ ინსტრუმენტებს, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ბულინგთან ბრძოლა. როგორც პედაგოგების, ისე დირექტორების ტრენინგებში ბულინგის გამოვლენის, აღკვეთის და ასევე მისი შესაბამისი ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდების ინსტრუმენტებია, მუშაობს ეს ინსტრუმენტები. ტექნიკური რეაგირებით ჩვენ ამ პრობლემას ვერ გავაქრობთ“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)