|
2017-03-14 14:40:05, 1275 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში ინტენსიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ისნის რაიონში საგზაო-სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლებების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას ითვალისწინებს. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება, ასევე, გონაშვილის ქუჩაზე, სადაც მოიხსნა გზის ამორტიზებული საფარი და ასფალტი 2600 კვ.მ-ზე იგება. ისნის რაიონში მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია ისნის რაიონის გამგებელთან ვახტანგ ქიზიყურაშვილთან, პარლამენტისა და საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გაეცნო. „ისნის რაიონში ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები. მოსახლეობის საჭიროებისა და შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, შენდება გზები, ხორციელდება საბავშვო სპორტული მოედნების კეთილმოწყობა. ერთ-ერთი გზის მონაკვეთი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, არის ახალი გზა, რომელიც ვაზისუბანს ავლაბრის მიმართულებასთან დააკავშირებს. ეს არის სტრატეგიული გზა, რომელიც ამ უბნის განვითარებისა და, ამავე დროს, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლებების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზა 584-მეტრიან მონაკვეთში შენდება. პროექტის თანახმად, გზის რთული რელიეფის გამო, მოეწყო საყრდენი კედლები და სანიაღვრე ქსელი. ამ ეტაპზე მიწის მოჭრისა და გზის მოხრეშვის სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობა.მათი მოწესრიგების შემდეგ, დაიგება გზის ორფენიანი საფარი და დამონტაჟდება გარე განათება. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს აღნიშნული დასახლებების დაკავშირებას კახეთის გზატკეცილთან და მნიშვნელოვნად განტვირთავს ვაზისუბნის დასახლებაში ავტოტრანსპორტის ნაკადს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს ათამდე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. ვაზისუბნის პირველი მიკრორაიონის N17 კორპუსის მიმდებარედ, დაწყებულია ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები. ამასთან, იალბუზის ქუჩაზე ხორციელდება საყრდენი კედლის რეაბილიტაცია. კედელი მწვავე ავარიულ მდგომარეობაში იყო, იშლებოდა და საავტომობილო გზაზე აფერხებდა ტრანსპორტის მოძრაობას. სამუშაოს ფარგლებში, მოეწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კედელი და მოპირკეთდა ტუფის ქვით. (NS)
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)