|
2017-03-14 14:20:13, 1423 ნახვა
საზოგადოება
პირველად, ნებისმიერ მსურველს შავი ზღვის ჯასფესტივალის ბილეთების დაზღვევა შეეძლება
პირველად ნებისმიერ მსურველს შავი ზღვის ჯასფესტივალის ბილეთების დაზღვევა შეეძლება, - ამის შესახებ "ისთერნ ფრომოუშენის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი კერესელიძემ განაცხადა. თუკი, მოქალაქე კონცერტზე წასვლას ვეღარ შეძლებს, ბილეთის დაზღვევის შემთხვევაში, მას თანხა სრულად აუნაზღაურდება. ამასთან, ბილეთების "თიბისი სტატუს" და "პრაიმ ბარათების" შეძენისას, ექსკლუზიური ფასი იმოქმედებს. "ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი ბილეთის დაზღვევა შეეძლება. ინფორმაცია მქონდა, რომ მიდიოდა მოლაპარაკება ამასთან დაკავშირებით და ახლა პრესკონფერენციის წინ მოხდა თანხმობა სადაზღვევოსა და "თიბისი ბანკს" შორის. ძალიან გახარებული ვართ, რომ აწი ეს სერვისი დაინერგება და სავარაუდოდ იქნება მუდმივი. TICKET.GE-ზე ბილეთების ყიდვისას ეს დაზღვევა იმოქმედებს", - აღნიშნა გიორგი კერესელიძემ. ცნობისთვის, ბილეთების გაყიდვა 27 მარტს დილის 09:00 საათზე დაიწყება, ონლაინ ვებ გვერდზე www.ticket.ge-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)