|
2017-03-13 21:51:42, 1445 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პიარ კამპანია სასაცილოა
პრეზიდენტის განცხადებები და პარალელური პიარ კამპანია, რომელიც მან წამოიწყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სასაცილოა, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კონსტიტუციის გადახედვასთან დაკავშირებით პრეზიდენტის კამპანიის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვიცე პრემიერმა აღნიშნა, შეიძლება პრეზიდენტი „რაღაცას გონიერს ამბობს“ და მართლაც განსახორციელებელია საკონსტიტუციო ცვლილება, თუმცა მისი წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ერთვებიან. მისივე თქმით, პრეზიდენტის კამპანია საკუთარი პიარ კამპანიის ნაწილია. "სასაცილოა ეს ყველაფერი, რადგან არსებობს საკონსტიტუციო კომისია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, რომელშიც გაწევრიანებულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ოპოზიციური პარტიების წევრები, ექსპერტები. კომისიის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის წარმომადგენლებიც, მათ შორის, ადმინისტრაციის უფროსი და საპარლამენტო მდივანი. არც ერთი მათგანი არც ერთხელ არ მისულა კომისიაზე. ისმის მარტივი კითხვა, თუ პრეზიდენტს რეალურად აქვს სურვილი იმისა, რომ შეიძლება მართლა რაღაც გონიერს ამბობს და მართლაც განსახორციელებელია ეს ცვლილება, მაგრამ არსებობს კომისია, რომელსაც არც ერთი მისი წარმომადგენელი არ დასწრებია. მარტივად შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ რაც პრეზიდენტმა წამოიწყო, არის მისი პიარ კამპანიის ნაწილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)