|
2017-03-13 17:36:47, 2099 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: ირაკლი მამალაძის განცხადებები დანაშაულის მეტ ნიშნებს შეიცავს, ვიდრე დეკანოზის
დაკევებული დეკანოზის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის მიერ გაჟღერებული ტერმინები უფრო მეტ სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს ვიდრე გიორგი მამალაძის. როგორც ფანცულაიამ ე.წ მატროსოვის ცეხეში დეკანოზის დაკითხვამდე განაცხადა, ირაკლი მამალაძის მიერ გაკეთებული არაერთი განცხადება რადიკალურად განსხავვდება არამარტო საქმის რეალური ვითარებისგან, არამედ მის მიერ მიცემული ჩვებებებისგანაც. “საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე რა განცხადებებსაც აკეთებს ჟურნალისტებთან საუბრისას, არ შეესაბამება სიმართლეს. ირაკლი მამალაძის მიერ გაჟღერებული ტერმინები, უფრო მეტ სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს, ვიდრე მამა გიორგი მამალაძის მიერ გაჟღერებული ტერმინები. ირაკლი მამალაძის მიერ გაკეთებული განცხადებები, საერთოდ განსხვავდება არა მარტო საქმის რეალობიდან, არამედ მის მიერ მიცემული ჩვენებებიდანაც კი”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძს დაკითხვა ე.წ მატროსოვის ციხეში დღეს 10:00 საათზე დაიწყო და რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც გამოცხადდა შესვენება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)