|
2017-03-13 15:38:22, 2283 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების სააგენტომ ზუგდიდის ტექნოპარკში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ინოვაციების დღეები ჩაატარა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ზუგდიდის ტექნოპარკში ინოვაციების დღეები ჩაატარა. როგორც "ექსპრესნიუსს" ინოვაციების საააგენტოდან აცნობეს, ინოვაციების სააგენტომ სტარტაპებსა და პოტენციურ სტარტაპებს ინოვაციების განვითარების კუთხით სახელმწიფოს ხედვა გააცნო და საკუთარი პროგრამები, პროექტები და სერვისები წარუდგინა. მათივე ინფორმაციით, წარმატებულმა სტარტაპებმა და მეწარმეებმა ტრენინგი ჩაატარეს და თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას. ორდღიან ღონისძიებაზე მონაწილეობას ინოვაციების სააგენტოსთან ერთად, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, სს ,,საპარტნიორო ფონდი’’ და სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი’’ იღებდა. თითოეულმა სტრუქტურამ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი პროექტების და სერვისების შესახებ უამბო. ღონისძიების ბოლოს ინოვაციების სააგენტომ 10 მუნიციპალიტეტთან მემორანდუმი გააფორმა, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე და რეგიონში ინოვაციების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაზე. ინოვაციების დღეების დასკვნით ეტაპზე, USAID G4G-ის გრანტის ფარგლებში „ელვამ“, „ჯეოლაბის“ დახმარებით, გამართა კრეატიული იდეების მარათონი (მეიქათონი), სადაც ახალგაზრდებს საშუალება ქონდათ ემუშავათ ტექნოლოგიური პროექტების იდეებზე და კონცეფციებზე. ინოვაციების დღეები კი პირველად 2016 წლის ნოემბერში ჩატარდა. წლევანდელი ღონისძიება უნიკალურია იმ მხრივ, რომ წელს, ინოვაციების დღეებში ჩართულები არიან როგორც სახელმწიფო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ისე არა-სამთავრობო სექტორი. შესაბამისად, ღონისძიებამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. თანამშრომლობის ფარგლებში, მომავალშიც მოხდება საინფორმაციო დღეებისა და ტრენინგების, საკონსულტაციო მომსახურების და დასაქმების ფორუმების ორგანიზება ინოვაციებისა და სტარტაპებისთვის რეგიონებში. ინოვაციების დღეების მიზანია ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა, დამწყები მეწარმეების წახალისება ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების საშუალებით ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მიიღოს ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი ბიზნესიდეების განხორციელებას სახელმწიფო პროგრამების დახმარებით, მათ სწორ ფორმირებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მომავლის პროფესიების ჩამოყალიბებას. (NS)
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)