|
2017-03-12 20:57:35, 1638 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: არავის მივცემთ უფლებას ქვეყანაში გადატრიალება და დამხობა მოაწყოს
"მინდა, პოლიციას მადლობა გადავუხადო. პოლიცია არის განახლების პროცესში და ეს არის იდეური განახლება, ის იცავს კანონს და ჩვენს ქვეყანას“,-ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „იმედის დროს“ განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიცია არ არის პოლიტიზირებული და ის არ ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოსს. მისივე განცხადებით, იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებდნენ ამ ვანდალიზმს, რაც ბათუმში ხდებოდა. "ჩვენ ხელისუფლებაში არ მოვსულვართ იმისთვის, რომ რაიმე გვესწავლა. ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს. გუშინ პოლიციის ქმედება იყო აბსოლუტურად ზომიერი, მნიშვნელოვანი იყო მათი ქმედებები ზუსტად იმ დროს, როდესაც ამის საჭიროება და აუცილებლობა იყო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ ვერავინ გაბედავს, ქვეყანაში არეულობის მოწყობას. კარგად გვახსოვს 90-იანების მძიმე წლები, რა გამოიარა ქვეყანამ, რას ნიშნავს ურთიერთდაპირისპირება და სისხლის ღვრა. ეს ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია საზოგადოებას. არავის მივცემთ იმის უფლებას და იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, ხელისუფლების გადატრიალება და დამხობა მოაწყოს. არსებობს თანამედროვე გზა - არჩევნები და არჩევნების გზით, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ მიიღოს მონაწილეობა, წარმოუდგინოს თავიანი ხედვა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და მოსახლეობამ არჩევნების გზით, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, მიიღოს გადაწყვეტილება ვინ იყოს ხელისუფლებაში, და არა გადატრიალებებისა და დამხობების გამოყენებით. ყველა უმკაცრესად დაისჯება, ვინც კანონის ფარგლებში არ იმოქმედებს და კანონს დაარღვევს. ჩვენ მართალი ვართ და ყველა გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ,"-განაცხადა კალაძემ.
ტრამპი - როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა ცოტა განსხვავებულ ფორმას მიიღებს
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)