15:31 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 04:01:09, 1248 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: ქუჩებში სირბილი, კერძო საკუთრების დარბევა, პოლიციის შენობის შტურმით აღება დანაშაულია

ქუჩებში სირბილი, კერძო საკუთრების დარბევა, პოლიციის შენობის შტურმით აღება დანაშაულია, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბათუმში მიმდინარე მოვლებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა ვანდალიზმით და სამართალდამცველების დაშავებით არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ რჩება დაუსჯელი. მისივე თქმით, თუ პოლიციელების მხრიდან არის კანონის გადამეტება, არც ეს დარჩება დაუსჯელი.

"მინდა მივმართო ბათუმელებს. სიმშვიდე და კიდევ ერთხელ სიმშვიდე. მთავარია, ყველა დამშვიდდეს და მოთმინებით დაელოდოს კანონის აღსრულებას. არც ბათუმს, არც საქართველოს, არც პოლიციელებს, რომლებიც ჩვენი და კანონის სადარაჯოზე დგანან არ უნდა ვაკადროთ ასეთი არეულობა. არ უნდა აკადროთ საკუთარ თავსა და ღირსებას. არ აყვეთ პროვოკაციებს. მთავარია, პროცესი მივმართოთ იმისკენ, რომ ყველაფერი დალაგდეს. პროტესტის გამოხატვა ვანდალიზმით და სამართალდამცველების დაშავებით არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ რჩება დაუსჯელი. ცხადია, თუ პოლიციელების მხრიდან არის კანონის გადამეტება, არც ეს დარჩება დაუსჯელი. ამიტომ ვცეთ საკუთარ ქალაქსა და ქვეყანას პატივი. გთხოვთ, მოგიწოდებთ ანგარიში გაუწიოთ თქვენს თანამოქალაქეებს და დაიშალოთ. ქუჩებში სირბილი, კერძო საკუთრების დარბევა, პოლიციის შენობის შტურმით აღება დანაშაულია. კარგად გააცნობიერეთ ყველაფერი. დამშვიდდით და დაელოდეთ ხვალინდელ დღეს, მე თქვენ გვერდით ვდგავარ. ყველა ერთად უნდა დავდგეთ პროვოკატორებისა და უკანონობის წინააღმდეგ",  - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics