|
2017-03-09 18:38:02, 2000 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატარინა მატერნოვას და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო. მხარეებმა განიხილეს ენერგოეფექტურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით ევროკავშირისა და სხვა დონორების მხრიდან მხარდაჭერის პერსპექტივები. დიმიტრი ქუმსიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი დახმარების პროგრამების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ეს პროგრამები პასუხია ქვეყნის მოსახლეობის მიერ გამოხატულ ევროპულ არჩევანზე. კატარინა მატერნოვამ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის სრულად განხორციელების და აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულების გამო. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას, კვლავ გააგრძელოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელება. „დღეს გაიმართა მნიშვნელოვანი განხილვა ენერგოეფექტურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე, ვიმსჯელეთ იმ ღონისძიებებზე და სამოქმედო გეგმაზე, რომელთა მიმართებაშიც ჩვენ უნდა დავიწყოთ საჯარო მსჯელობა, უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები. ენერგოეფექტურობის ამაღლება ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ესაა ერთ-ერთი საშუალება, რომელიც მოსახლეობას დანაზოგების შექმნაში ეხმარება და საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. „ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან. შეხვედრაზე, ძირითადად, ვისაუბრეთ ენერგოეფექტურობის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს არ არის მხოლოდ ვალდებულება, რომელიც საქართველოს აღებული აქვს ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, ენერგოეფექტური პოლიტიკა უზრუნველყოფს, ასევე, ეკონომიკურ კეთილდღეობას, ეკონომიკის ზრდას და ამის კარგი ნიშნები უკვე არის თქვენს ქვეყანაში. ენერგოეფექტურობა ნიშნავს რეგულირების სტანდარტების დანერგვას და ამ მიმართულებით ახალი ინვესტიციების განხორციელებას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თქვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს ამ კუთხით. მნიშვნელოვანია, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მოხდეს ენერგო მოხმარების დაზოგვა და ამავე დროს, ენერგოეფექტურობის ამაღლება. პირველმა ვიცე-პრემიერმა ამ საკითხისადმი დიდი მხარდაჭერა გამოთქვა. ჩვენ ვისაუბრეთ ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გზებზე," - განაცხადა ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ მსოფლიო ბანკის, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლები. აგრეთვე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)