|
2017-03-09 16:52:21, 2214 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება დაიწყება
2022 წლისთვის საქართველოში სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება დაიწყება, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო შენობებს შეეხება. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ინიციატივა ევროკომისიას ეკუთვნის. ამ საკითხის განხილვის მიზნით სამინისტროს დღეს ევროკავშირის დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატერინა მატერნოვა ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებთან ერთად ევროკომისიის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველომ ხელი მოაწერა ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების პროტოკოლს და აიღო ვალდებულება, დაუახლოვდეს ევროპულ დირექტივებს მშენებლობის ენერგოეფექტურობის შესახებ. ეს დირექტივები აყალიბებს გარკვეულ სტანდარტებს შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის სტანდარტებით მოსაწყობად. მხარეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც აღნიშნულ დირექტივებთან დაახლოების პროცესს ეხება. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე აცხადებს, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის. ,,ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის მოცულობა შემცირდეს, შესაბამისად, შემცირდეს გადასახდელი თანხის რაოდენობაც. ენერგიის მოხმარება მთელს მსოფლიოში იზრდება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შენობები იყოს უფრო ენერგოეფექტური, დაინერგოს ენერგოეფექტურობა წარმოებაში (ან მრეწველობაში), დაინერგოს უფრო ენერგოეფექტური ტრანსპორტი და ა.შ. საქართველოში მალე ახალი შენობები იქნება ენერგოეფექტური და უნდა გატარდეს ღონისძიებები რათა არსებული შენობები უფრო ენერგოეფექტური გახდეს. ეს ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ხარჯების შემცირებას“, - განაცხადა ირმა ქავთარაძემ. როგორც ევროკომისიის მდივანმა კატერინა მარტინოვამ განაცხადა, აღნიშნულ პროექტში საქართველოს შესაბამისი პროფილის ორგანიზაციები გაუწევენ დახმარებას, რაც თავისთავად გაზრდის ინვესტირებას და ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. ,,ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ვცდილობთ ქვეყანაში გავზარდოთ ენერგოეფექტურობა. დღევანდელი დისკუსიაც მთავრობის წევრებთან ამ თემაზე წარიმართა. მათ წარმოგვიდგინეს ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა, რაზეც ვიმსჯელეთ და მივიღეთ ძალიან დიდი მხარდაჭერა ქართული მხარისგან. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ მათთან ერთად და დავეხმაროთ როგორც ლოჯისტიკურ, ასევე ტექნიკურ სეგმენტში“ - აღნიშნა კატერინა მარტინოვამ.
(NS)
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)