|
2017-03-08 14:20:55, 957 ნახვა
რეგიონი
„ნებისმიერი მოწოდება საქართველოს მეგობარი ქვეყნებისგან, პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით, აზრს მოკლებულია“
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკის შეერტებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, 2 გამშვები პუნქტის დახურვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც ე.წ საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის დეპარტამენტი 2 პუნქტის გახსნას "თავხედურად" ითხოვს. დე ფაქტო აფხაზეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს "საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, რესპუბლიკის შიდა პოლიტიკაში ჩართულობისგან თავი შეიკავონ და საკითხის სპეკულაციას თავი დაანებონ". "6 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც "დიდ შეშფოთებას" გამოთქვამს, 2 გამშვები პუნქტის დახურვასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ გამშვები პუნქტების დახურვა მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლებას შეზღუდავს და ამასთან, ჰუმანიტარული დახმარების მიმოსვლას შეუქმნის პრობლემებს. გარდა ამისა, დეპარტამენტში თვლიან, რომ საზღვრის გადაკეტვა, ჟენევის დისკუსიის დარღვევას ნიშნავს. ისინი, თავხედურად ითხოვენ 2 გამშვები პუნქტის გახსნას. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია კვლავ აღნიშნოს, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიესადაგება ქვეყნის კანონმდებლობას, პასუხობს უსაფრთხოების ზომების დაცვას და გადახედვას არ ექვემდებარება. ორშაბათს, 6 მარტს ორი გამშვები პუნქტის დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესაბამისად, ნებისმიერი მოწოდება საქართველოს მეგობარი-პარტნიორი ქვეყნებიდან ან საერთაშორისო სტრუქტურებიდან, პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით, აზრს მოკლებულია და ვერაფერს გამოიწვევს, გარდა გაკვირვებისა. მოვუწოდებთ, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, საკითხის სპეკულირებას თავი დაანებონ, ვინაიდან ეს აფხაზეთის რესპუბლიკის შიდა პოლიტიკაა. რაც შეეხება ჟენევის დისკუსიებს, რომლებზეც საუბარია დეპარტამენტის განცხადებაში, აღსანიშნავია, რომ მათ თბილისის კონტრპროდუქტიული პოზიცია ავნებს. სწორედ თბილისის გამო, ყოველ ჯერზე ვერ ხერხდება "ძალის არ გამოყენების" თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის მიღება", - ნათქვამია ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტები ჩაიკეტა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)