12:19 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-08 13:28:20, 1476 ნახვა

საზოგადოება
თბილისში აქცია-მსვლელობა „ჩემი სხეული ჩემი საქმეა“ მიმდინარეობს

ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ინიციატივით, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები, ქალთა მზერა, ვისგი და ფემინისტი აქტივისტები სექსუალური თავისუფლების მოთხოვნით აქცია-მსვლელობას - „ჩემი სხეული ჩემი საქმეა“ მართავენ.

აქციის მონაწილეები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.

”8 მარტის მსვლელობაზე „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ ინიციატივით ქალები ვერთიანდებით, რომ ხმამაღლა მოვითხოვოთ ის უფლებები, რაც ჩვენს სხეულსა და სექსუალობას ეხება. ამავდროულად, ჩვენ გვინდა ვამხილოთ ის პრაქტიკა, რაც ამ უფლებებს გვიზღუდავს. ქართული საზოგადოება არ აძლევს ქალს უფლებას განკარგოს საკუთარი სხეული და სექსუალობა, რის გამოც ჩვენ გვიწევს დავმალოთ საკუთარი სექსუალური აქტივობა, ან სულაც – უარი ვთქვათ მასზე. ქვეყნის ეროვნული იდენტობის გადარჩენა გაიგივებულია ჩვენი სექსუალობის ხელშეუხებლობასთან, რის გამოც ჩვენს სხეულზე კონტროლი ეროვნული ღირსების საკითხი ხდება!
ვფიქრობთ, რომ დროა დავანახოთ სხვა ქალებს და მთელ საზოგადოებას, რომ ჩვენი სხეული ჩვენ გვეკუთვნის. ჩვენი უფლებაა, ვიყოთ თავისუფლები!“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის პრინციპს
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics