|
2017-03-03 18:27:41, 1691 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ქობულეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ქობულეთის ნაპირსამაგრი და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ქობულეთში ერთდოულად სკვერების მოწყობის და ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ზურაბ პატარაძეს ქობულეთის გამგებელმა მიაწოდა. ,,ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ქობულეთში. ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტრურული პროექტების განხორციელება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ გვესმოდა მოსახლეობის უკმაყოფილება გზებთან მიმართებაში. თქვენ იცით, რომ საკმაოდ მკაცრი ზამთარი გვქონდა, ცუდი კლიმატური პირობები იყო. როგორც კი ამინდმა მოგვცა საშუალება ინტენსიურად დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მთელ პერიმეტრზე ასფალტის საფარის დაგება. უახლოეს პერიოდში ქობულეთი-ბათუმის მიმართულებით დაზიანებული გზა სრულად იქნება აღდგენილი. ჯამში ამ პროექტის ფარგლებში 500 ათას ლარზე მეტი თანხა დაიხარჯება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას და გალამაზებას და ქობულეთის ცნობადობის ამაღლებას"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში წელს ქობულეთში ოთხი ახალი სკვერი მოეწყობა. ახალი სკვერები 9 აპრილის, ლესელიძის ქუჩებზე და აღმაშენებლის გამზირზე (2 სკვერი) განთავსდება. სკვერებში მოეწყობა მწვანე ზოლი, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ბილიკები, სადაც განათების სისტემა და დეკორატიული სკამები დამონტაჟდება. ღონისძიების განსახორციელებლად გამგეობა 508 000 ლარს დახარჯავს. სამუშაოებს შპს „ჯორჯიან სტოუნი" აწარმოებს. სამუშაოების დასრულება ივლისის თვეში იგეგმება. რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ქუჩის კეთილმოწყობის მიზნით ერთობლივად რამდენიმე ინფრასტრუქტურული ღონისძიება მიმდინარეობს. ქუჩის სავალი ნაწილისა და ტროტუარების კეთილმოწყობის პარალელურად დაწყებულია ჩიხების რეაბილიტაციაც. პროექტის ფარგლებში ქუჩის ტროტუარები (ვერულიძის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის პირველი შესახვევის გადაკვეთამდე მონაკვეთი) დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ასევე მოეწყობა ბორდიულები და გაკეთდება შეჭრები სანაგვე ყუთების განსათავსებლად და ავტობუსების გაჩერებისთვის. სამუშაოების დასრულება ივლისის თვეში იგეგმება. პროექტის განსახორციელებლად 176 300 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ჯორჯიან სტოუნი" აწარმოებს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში აღმაშენებლის ქუჩის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები, ქუჩის სავალ ნაწილზე დეკორატიული ფილები დაიგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი დამონტაჟდება. ქუჩის კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 276 600 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „ჯორჯიან სტოუნი" აწარმოებს. ინფრასტრუქტრული პროექტი ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)