21:21 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 18:04:41, 1683 ნახვა

საზოგადოება
ძველნაბეჭდი წიგნების აღწერებზე მუშაობა დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა წამოიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ძველნაბეჭდი წიგნების კოლექციის ახლებურ აღწერას.

ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ძველნაბეჭდი წიგნების კოლექცია XX საუკუნის 20-30-იან წლებში ექსპედიციების შედეგად მოპოვებული ლიტერატურისაგან შეიქმნა. ეს არის 1709-1900 წლებში თბილისში, ქუთაისში, კონსტანტინეპოლში, რომსა და სხვა ქალაქებში გამოცემული სასულიერო და საერო ხასიათის  250-ზე მეტი წიგნი.

პროექტში ჩართულები არიან ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის, სამეცნიერო განყოფილებისა და საისტორიო ცენტრალური არქივის თანამშრომლები.

პროექტის მსვლელობისას დეტალურად გადაისინჯება და აღიწერება თითოეული წიგნი. აღწერების ღირებული ნაწილი იქნება ის ანდერძ-მინაწერები, რომლებიც დართულია ძველნაბეჭდ წიგნებზე და რაც დამატებით მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვცემს  რარიტეტული წიგნების  დროსა და სივრცეში მოგზაურობის, მისი მფლობელებისა თუ წიგნის თანადროული ისტორიული ფაქტების შესახებ.

პროექტის დასკვნით ეტაპზე მომზადდება კატალოგი, რომლითაც საქართველოს ეროვნული არქივი დაინტერესებულ პირებს ქართული რარიტეტული წიგნების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics