|
2017-03-02 15:10:49, 1044 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება იწყება
ბათუმში, მუნიციპალური განვითარების ფონდი ნაპირდაცვის პროექტის განხორციელებას იწყებს. ახალ ბულვარში სანაპიროს დაცვის სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო. აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანი ბათუმის სანაპირო ზოლის ეროზიისაგან დაცვაა. ბათუმის სანაპირო განიცდის ძლიერ ეროზიას დაახლოებით 2,5 კმ სირგძეზე. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას და სანპიროს აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. ბულვარის აღდგენილ სანაპირო ზოლთან დაკავშირების მიზნით მოეწყობა 12 ერთეული საფეხმავლო ხიდი, რომლის სიგრძე 20 მეტრი იქნება, ხოლო სიგანე 1,5 მეტრი. „როგორც ხედავთ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. სანაპიროს დაცვა არის პრიორიტეტებიდან ერთერთი სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომელიც რეგიონის მომავალ განვითარებაზე ახდენს გავლენას. ძალიან მნიშვნელოვანია ნაპირდაცვის პროექტი, რომლესაც არაერთხელ ვაანონსებდით. დღეს ბათუმში სხვადასხვა კომპანიების უწყების წარმოამდგენელია ჩამოსული. დღეს დაიწყო ეს მშენებლობა. პირველ ეტაპზე 2 კმ ზოლზე მოეწყობა და გაკეთდება შესაბამისი ნაგებობები. 12 საფეხმავლო 20 მეტრიანი ხიდი აშენდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია არ დაზიანდება პლაჟი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რეგიონის ცნობიერების ამაღლებისათვის. იმისათვის, რომ აჭარაში რაც შეიძლება მეტი ტურისტი შემოვიდეს. ამისათვის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ გვჭირდება კეთილმოწყობილი პლაჟი. რაც მთავარია ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორია იქნება უსაფრთხო", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ბათუმის მოსახლეობას და ტურისტებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება დადებით ზეგავლენას იქონიებს ტურიზმის განვითარებასა და, ზოგადად, საინვესტიციო გარემოზე. პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება. სამშენებლო სმაუშაოებზე ამ ეტაპზე 50 ადამიანია დასაქმებული. მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 30 მლ ლარით ფინანსდება.
(NS)
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)