03:05 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 13:12:37, 1530 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში სკვერების რეაბილიტაცია დაიწყო

 დიდუბის რაიონის გამგეობამ დიდუბესა და დიღმის მასივში სკვერების რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე,  სამუშაოები 8 მისამართზე მიმდინარეობს.

 წყალტუბოს ქუჩის N1,2,3,4-ში, ცაბაძის ქუჩის N1,2-ში, წერეთლის გამზირის N55ა, 61, 71-73 და 132-ში, ასევე, დიღმის მასივის, მე-3 კვარტლის მე-11, მე-12 კორპუსებთან კონტრაქტორი კომპანია დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟს ახორციელებს.

 რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვლება საფეხმავლო ბილიკები, სანაგვე ურნები, საპარკე სკამები, პატარებისთვის კი სათამაშო ატრაქციონები დამონტაჟდება.

 სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „ქაგა“ ახორციელებს.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics