|
2017-02-25 15:51:20, 1042 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ სოფელ კაპრეშუმში ახალი სკოლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში ახალი თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ესწრებოდნენ. ახალი სკოლა ძველ სკოლაზე გაცილებით უკეთეს და მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომ ადგილზე აშენდება, კერძოდ კაპრეშუმის სოციალური სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტის მიხედვით აშენდება ორსართულიანი შენობა, რომელიც ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება. სკოლაში იქნება ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ექიმის კაბინეტი, ღია სპორტული მოედანი. სკოლა ასევე ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლა 300 მოსაწავლეზეა გათვლილი და 2017-2018 წლის სასწავლო წლისთვის დაიწყებს ფუნქციონირებას. წელს კაპრეშუმის სკოლაში 91 მოსწავლე სწავლობს. სკოლის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების" ფარგლებში ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ ლადა". სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება განისაზღვრა 911 002 ლარით. 2017 წელს სამინისტრო მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განახორციელებს 5 საჯარო სკოლის მშენებლობა და 27 საჯარო სკოლას ჩაუტარდება სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, რისთვისაც სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილია 6 478 000 ლარი.
(NS)
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



