20:50 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-25 14:27:43, 1768 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კოჯორში იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილი მეომრები გაიხსენა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დღეს იმ ღირსეული ადამიანების მოგონების დღეა, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად  გასწირეს თავი.

„დღევანდელი დღე იმ ღირსეული ადამიანების მოგონების დღეა, ვინც თავი იმ ყველაფერს შესწირა, რასაც ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის შემდგომი განვითარება, თავისუფლება ჰქვია. ისინი იბრძოდნენ, რათა მტერი არ შემოსულიყო ქალაქში და დაეცვათ ჩვენი ქვეყანა. თითოეული ჩვენთაგანის ვალია, გავიხსენოთ ეს ღირსეული ადამიანები,  ყოველწლიურად ამოვიდეთ აქ, ამ ადგილას, სადაც ისინი იბრძოდნენ და პატივი მივაგოთ მათ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერთან ერთად,  მემორიალი ყვავილებით, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა  გელა არჩვაძემ და საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა შეამკეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics