|
2017-02-24 13:30:42, 1815 ნახვა
პოლიტიკა
სტვენა და დაპირისპირება პარლამენტში - ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა გრძელდება
ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვის პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კამათისა და ხმაურის მიზეზი გახდა. ოპოზიციის უკმაყოფილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეთავაზებამ გამოიწვია. ბესელია ინიციატივით გამოვიდა, რომ ძირითადი კანონპროექტის განხილვა თავების მიხედვით მომხდარიყო, ხოლო სხვა პროექტები მუხლობრივად განეხილათ. „პროცედურასთან დაკავშირებით, მინდა შემოგთავაზოთ, ვიმუშაოთ შემდეგი წესით: იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ პირველი მოსმენით კენჭისყრის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმუშავა 7 საათის განმავლობაში. ჩვენ გვქონდა განხილვა, სადაც ფართო წარმომადგენლობით ვიმუშავეთ მუხლობრივი განხილვის რეჟიმში. სხდომას ესწრებოდნენ როგორც ოპერატორები, როგორც დიდი, ასევე მცირე და საშუალო კომპანიების წარმომადგენლები. ასევე მონაწილეობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ძალიან დეტალური და ხანგრძლივი განხილვა გვქონდა. ამიტომ, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომაც გარკვეულწილად დრო შეზღუდა, გთავაზობთ, რომ გამოვიყენოთ საქართველოს რეგლამენტის 156-ე მუხლის მესამე ნაწილი და ძირითადი კანონპროექტი, რომელიც არის სააგენტოს შესახებ, გავიაროთ თავების მიხედვით, ხოლო სხვა გამომდინარე პროექტები რაც არის, იმ კანონპროექტებზე ვიმუშაოთ მუხლების მიხედვით“, - განაცხადა ბესელიამ. საპასუხოდ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართ, განხილვა მუხლობრივად მომხდარიყო. იგივე მოსაზრება ჰქონდათ საპარლამენტო უმცირესობის სხვა დეპუტატებსაც, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია დროის გაყვანაში დაადანაშაულა და ეკა ბესელიას ინიციატივას მხარი დაუჭირა. „მოსაზრებები საკმარისად გამოითქვა. ეს საკითხი არ დადგებოდა, რომ არა ის პრაქტიკა, რომელიც ჩვენ გვქონდა პირველ მოსმენასთან დაკავშირებით. ეს ინიციატივა არის პირველი მოსმენის დროში პროცედურის ხელოვნურად გაწელვის გამოძახილი. არსებობს ანალოგიური რისკი მეორე სხდომის გაწელვასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, ქალბატონმა ეკამ სწორედ ამას დაუკავშირა ის ინიციატივა, რომელიც არის წარმოდგენილი. თქვენ გაწელეთ დრო და ფაქტობრივად ჩაშალეთ საგნობრივი განხილვა პირველი მოსმენის ფარგლებში. აქედან გამომდინარე ქალბატონი ეკას მოსაზრება არის აბსოლუტურად მისაღები და მე გთავაზობთ განვიხილოთ პირველი კანონპროექტი თავების მიხედვით, დანარჩენი კი, მუხლობრივად“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. ირაკლი კობახიძეს დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა უპასუხა: „ჩვენ მომსწრე ვართ იმის, რომ ჯერ ფრაქციებს შეუზღუდეთ გამოსვლები, ყოველ წუთში გვანამუსებთ, რომ ჩვენ აქ დროს ვჭიმავთ, მგონი ეს ჩვენგან დანაშაული არ არის. კარგად იცით, რომ როდესაც არასასურველ, ანტიკონსტიტუციურ კანონს იღებთ, ასეთი ბრძოლები იმართება ბრიტანეთის პარლამენტშიც, კონგრესშიც და ჩვენ დანაშაულს არ ჩავდივართ. დანაშაული ხდება თქვენის მხრიდან, როდესაც პარლამენტის წევრებს გვიზღუდავთ აზრის გამოთქმას“. ხმაურის გამო პარლამენტის თავმჯდომარემ 2-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
ტრამპი - როდესაც ომი დასრულდება, უკრაინა ცოტა განსხვავებულ ფორმას მიიღებს
კობახიძე - საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს
რუბიო იმედოვნებს, რომ აბუ-დაბიში უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება
Reuters: ვენსი ტრამპის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანციას იჭერს და რესპუბლიკელთა ლიდერობისთვის ბრძოლისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)