|
2017-02-22 19:21:41, 1442 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ საქმიანობის წლიურ ანგარიშზე სიტყვით გამოვიდა
ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის, ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი, რომელიც დიდი წარმატებით ხორციელდება საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს" საქმიანობის წლიურ ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და ამერიკის მთავრობას მადლობა გადაუხადა ათასწლეულისგამოწვევის კომპაქტის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის და ოცდახუთწლიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის. პრემიერის თქმით, საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა, რა მიზანსაც ემსახურება ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი. „ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განათლების სფეროს ამ მასშტაბით მხარდაჭერა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ განათლება, როგორც ნომერ პირველი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის. 140 მილიონი დოლარის კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად, მილიონ შვიდასი ათასი საქართველოს მოქალაქის ცხოვრება შეიცვლება უკეთესობისკენ. 2016 წლის შედეგებს შორის განსაკუთრებით თვალსაჩინოა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები, რომლებიც ჩვენს ახალგაზრდებს ამზადებს მსოფლიო დონის კონკურენტუნარიან პროფესიონალებად. გარდა ამისა, უკვე გვაქვს პროფესიული განათლების თანამედროვე პროგრამა, რომლის განვითარებისთვის 12 მილიონი დოლარი გამოიყო. ასევე, გვაქვს რეაბილიტირებული, თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვილი 12 სკოლა ჩვენი ქვეყნის რეგიონებში. კომპაქტი ითვალისწინებს ჩვენი მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასაც. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, რომელიც ამ ძალიან დიდ საქმეს ახორციელებს და ყველა მის პარტნიორს - განათლების სამინისტროს, პედაგოგებს, პროფესორებსა და სტუდენტებს," - აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მისასალმებელია ინოვაციებითა და ახალი ტექნოლოგიებით ახალგაზრდების მზარდი ინტერესი. პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდების ინოვაციურ იდეებს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა. „ჩემზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებებისადმი ახალგაზრდობის უდიდესი ინტერესი და მივესალმები ყველა მათგანის წამოწყებას. სახელმწიფოს სახელით, აღუთქვამ მხარდაჭერას თითოეულ ასეთ ინიციატივას. მინდა, ასევე ყველა დავპატიჟო ტექნოლოგიურ პარკში, რომელიც ერთი წელია, რაც გაიხსნა და რომლის კარიც ღიაა ყველა დაინტერესებული ახალგაზრდისთვის," - განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ამერიკელი პარტნიორების დიდი დახმარებითა და თანამიმდევრული ნაბიჯებით შესაძლებელი გახდება თვისებრივი ცვლილებების შეტანა ქვეყნის ცხოვრებაში. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორმა მაგდა მაღრაძემ ღონისძიების მონაწილეებს ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის 2016 წლის საქმიანობის მიმოხილვა წარუდგინა. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ.
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)