|
2017-02-21 11:35:24, 1789 ნახვა
კომენტარი
„ევროპული საქართველო“ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლით ძებნაზე დასმას ითხოვს
,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო’’ გიგა ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლით ძებნაზე დასმას ითხოვს. როგორც ოთარ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იდენტიფიცირებული პირი, რომლის მხრიდან ოთხოზორიას მკვლელობა დადასტურებულია და მტკიცებულებებით არის გამყარებული, დღემდე ინტერპოლით არ იძებნება. ,,ზუსტად ცხრა თვის წინ, გასული წლის 19 მაისს, ორი შვილის მამა გიგა ოთხოზორია ცინიკურად მოგვიკლეს. მისი მკვლელი, რომელიც გადაღებულია ვიდეოფირზე, რაშიდ კანჯიოღლი დღემდე არ არის ინტერპოლით ძებნილ პირთა სიაში. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილი გაუგზავნა ინტერპოლს, მაგრამ 9 თვის განმავლობაში როგორ ვერ მოხერხდა, რომ იდენტიფიცირებული პირი, რომლის მხრიდან ოთხოზორიას მკვლელობა დადასტურებულია და მტკიცებულებებით არის გამყარებული, დღემდე ინტერპოლით არ იძებნება მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლების დახმარებით, რუსეთის ფედერაცია ახერხებს ჩვენი ოფიცრების ძებნაზე დასმას ისე, რომ არანაირი მტკიცებულებები მათ საქმეებში არ მოიპოვება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იმოქმედოს, აწარმოოს კომუნიკაცია ინტერპოლთან და ჩვენი მოქალაქის მკვლელი რაშიდ კანჯიოღლი მოხვდეს ძებნილთა სიაში, რათა შესაძლებელი გახდეს მომავალში მისი საქართველოში ექსტრადირება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა. საქართველოს ხელისუფლება წერილის გაგზავნის გარდა არ აწარმოებს მჭიდრო კომუნიკაციას, რაც გულისხმობს მტკიცებულებების გაცვლას, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტების გაბათილებას და მეორე, საქართველოს ხელისუფლებას იმდენი ინტერპოლით ძებნილი პირი მოუხსნეს პოლიტიკურად მოტივირების გამო, რომ ავტორიტეტი და ნდობა შეიძლება ჰქონდეთ დაკარგული. რომელი მიზეზია არ ვიცი, მაგრამ 9 თვის განმავლობაში, ფირზე გადაღებული მკვლელის ინტერპოლის ძებნაზე დასმას რომ ვერ ახერხებს მთავრობა - სამარცხვინოა’’,- განაცხადა ოთო კახიძემ. შეგახსენებთ, რომ 19 მაისს ზუგდიდის რაიონ სოფელ ხურჩაში ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, „მესაზღვრეებმა“ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლეს. მის მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი ამჟამად დაკავებული არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)