19:59 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 14:06:24, 1197 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემები „რეალური სივრცე“ და „წითელი ზონა“ სავარაუდოდ დაიხურება

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წევრმა გიორგი გვიმრაძემ სამეურვეო საბჭოს გადაცემების დახურვისა და ბადეში დატოვების სავარაუდო გეგმა წარუდგინა. 

გიორგი გვიმრაძის თქმით, 6 თებერვალს, მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი გეგმა, რომელიც ყველა გადაცემის შეჩერებას ითვალისწინებდა, მიზნის მისაღწევად გადადგმული მყისიერი ნაბიჯი იყო. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გეგმის თანახმად, "რეალური სივრცე", "წითელი ზონა" და კიდევ ათობით გადაცემა, რომელიც წითელ ველში მოხვდა, სავარაუდოდ დაიხურება, მწვანე და ყვითელ ზონაში მითითებული გადაცემები კი დარჩება.

საზოგადოებრივი მაუწყებლოს მენეჯმენტი გადაცემების სამ კატეგორიად დაყოფას გეგმავს: გადაცემები, რომელიც იზიდავს მაყურებელს. ასეთი გადაცემების რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე მაღალია; გადაცემები, რომლის რეიტინგიც არხის საშუალო რეიტინგის ტოლია და გადაცემები, რომლის საშუალო რეიტინგიც დაბალია და იწყებს მაყურებლის მიგრაციას.

გადაცემების დახურვა სავარაუდოდ სწორედ ამ სქემის მიხედვით მოხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ეს „არჩევნები“ სამართლიანი იყო?
კრაკოვში თავდამსხმელი საავადმყოფოში გარდაიცვალა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics